ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი აირჩია.
გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ტომას ტუხელმა, რომელმაც „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. მან 230 ქულა აიღო.
მეორეზე გავიდა „სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა (55), მესამეზეა „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი (25).
ტოპ 5-ში მოხვდნენ „ვილიარეალის“ თავკაცი უნაი ემერი (15) და „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე.
ევროპამ ამერიკას აჯობა: მანჩინია საუკეთესო
ზედიზედ მეორედ პირველი დე ბრუინია
ისევ პედრი: საუკეთესო ახალგაზრდა ყველგან საუკეთესოა
GIPHY App Key not set. Please check settings