ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინა.
U20-ის კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელეს „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ჰავბეკი პედრი. მან 105 ქულა დააგროვა.
ესპანელმა ამ სეზონში ასევე მოიგო Golden Boy-2021 და France Football-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი.
მეორე ადგილზე გავიდა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა (45), სამეულში მოხვდა ერიკ გარსია („სიტი“/“ბარსელონა“ – 20).
მე-4 ადგილი გაიყვეს „მანჩესტერის“ ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა და „რენიდან“ „რეალში“ გადასულმა ედუარდო კამავინგამ, მათ 15 ქულა აიღეს.
ზედიზედ მეორედ პირველი დე ბრუინია
ტუხელი საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია
ევროპამ ამერიკას აჯობა: მანჩინია საუკეთესო
GIPHY App Key not set. Please check settings