in

ვიდალის მამა საცხენო კლუბში გარდაცვლილი იპოვეს

„ფლამენგოსა“ და ჩილეს ნაკრების ფეხბურთელის არტურო ვიდალის მამა გარდაცვლილი იპოვეს ცხენოსანთა კლუბში სანტიაგოში, იუწყება ADN.

61 წლის ერასმო 11 ოქტომბრის დილას ნახეს. ის იპოვა საცხენო კლუბში მდებარე რესტორნის მფლობელმა ქალმა. წყაროს ცნობით, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერებაა.

პოლიციამ უკვე დაიწყო მომხდარის გამოძიება.

35 წლის არტურო ვიდალს ჩილეს ნაკრებში 2007 წელს ჰქონდა დებიუტი და მან ეროვნულ ნაკრებში 133 მატჩი ჩაატარა (32 გოლი). ვიდალს სხვადასხვა დროს „იუვენტუსში“, „ბაიერნში“, „ბარსელონაში“, „ინტერში“ უთამაშა.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტის ოქროს ტაპირი მისცეს: გამიცვალე ჩანთები საათში

მესის ცოლმა „სამეფო კარის თამაშების“ ჯონ სნოუსთან ფოტო გამოჭიმა