„ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდინიომ შეახსენა, რომ ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ბრაზილიურ მასეიოში საგამოფენო მატჩი შედგა, რომელშიც რონის მეგობრები და ადგილობრივი კომიკოსის კარლინიოს მაის მეგობრები შეხვდნენ. რონალდინიოს გუნდში ფენომენი რონალდოს ბიჭი რონალდიც თამაშობდა. კომიკოსის გუნდში კი მასეიოს მერი ენრიკე კალდასი გამოდიოდა.
ანგარიში რონალდინიომ მე-13 წუთზე გახსნა და მისი გუნდი ტაიმს უკვე 4:0-ს იგებდა. ყოფილმა სუპერვარსკვლავმა ისევ სუპერ ფეხბურთი აჩვენა, ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გაიტანა და პირველ ტაიმშივე ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთო ანაგრიში კი 9:5-ია რონალდინიოს მეგობრების სასარგებლოდ.
ასეთ მატჩებშიც რონალდინიოს თავის გამოჩენა უყვარს. მან ივლისში „რეალის“ ლეგენდებსაც გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings