in

განახლებული რეიტინგი: საქართველო მეთორმეტეა და იტალიას უსწრებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-სერია დაასრულა. ბორჯღალოსნებმა დასრულებული ტურნეს ფარგლებში ორი შეხვედრა გამართეს.

ბორჯღალოსნები ჯერ ბორდოში უძლიერეს საფრაგეთს ესტუმრნენ, საკმაოდ კარგი თამაშის ხარისხი აჩვენეს, მაგრამ შედეგი ფრანგების სასარგებლო დადგა – 15:41 “ლე ბლეს” სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი შეხვედრა ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ფიჯის წინააღმდეგ ითამაშეს. კუნძულელებთან მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ქართველი მორაგბეები რიგ სათამაშო კომპონენტებში მეტოქეზე მაღლა იდგნენ, შედეგი საკმაოდ მისაღები და მოსაწონი მივიღეთ – 15:15.

ნოემბრის ტესტების შემდეგ განახლდა მსოფლიო რაგბის რეიტინგი, ოფიციალურ გუნდურ რეიტინგში, ახალ მოცემულობაში საქართველოს ნაკრები მე-12 ადგილზეა. მე-14 ადგილზეა ექვსი ერის წევრი იტალია, რომელიც ივლისში საქართველოს ესტუმრება, ხოლო რეიტინგს სამხრეთ აფრიკა ლიდერობს.

ისტორიული მატჩი: იტალია საქართველოს ეწვევა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკა გორგოძე: ასეთ მრისხანე ფიჯისთან ფრე საკმაოდ კარგი შედეგია

ამჯერად რეკორდების გარეშე: ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია