საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” ინგლისის ნაკრებს გაეჯიბრა და 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
“გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში – ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა.
ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას.” – თქვა რამაზ სვანაძემ
ევროპის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატს 2023 წელს საქართველო და რუმინეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings