საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ძალიან დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი ვახტანგ კეკელიამ შეასრულა. ერთი გოლი კი ირაკლი თოდუამ და ბრუნო პეტრი ბრანკომ გაიტანეს. რუმინელთაგან ერთადერთი გოლი პაულუ ფერეირამ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა.
საქართველო: ზვიად კუპატაძე, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, გიორგი ღავთაძე
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია, შაგინია, გიორგი ქურდაძე, გიორგი ჩიმაკაძე, თალესი, ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, ბრუნო პეტრი ბრანკო
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებიან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატს ნიდერლანდები 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings