საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი მატჩი ბორდოში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 15:41 დამარცხდა. “ბორჯღალოსნების” რიგებში ლელოები ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუცაძემ გაიტანეს. ერთი საჯარიმო დარტყმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა, ერთი ლელო კი თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია:საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა
მერაბ შარიქაძე: ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს
აღნიშნული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” შესახებ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა ისაუბრა.
“დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – bravo. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრას 20 ნოემბერს ესპანეთში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings