in

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნოემბერში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. პირველ ორ მატჩს ჩვენი გუნდი უკრაინისა და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს უკრაინას თბილისის სპორტის სასახლეში, 29 ნოემბერს კი ესპანეთს გასვლაზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გასაგები მიზეზების გამო, ნაკრებს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება. ტრავმების გამო, “ჯვაროსნებს” გიორგი ცინცაძეც და დუდა სანაძეც გამოაკლდა.

ნაკრებში არიან ლიდერები – გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მომდევნო მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მცველები: თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე;

ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური;

ცენტრები: ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე, გიორგი თვალაბეიშვილი. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება

გურამ კაშია: ბოლო მატჩები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს