in

ქართული დუელი ესპანეთში: ბურჯანაძემ შერმადინს მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის “ლიგა ენდესას” მეათე ტურში ქართული დუელი შედგა. გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ბექა ბურჯანაძის “ბეტისს” დაუპირისპირდა 72:81 წააგო.

ბექა ბურჯანაძემ “ბეტისის” შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა და პარკეტზე ყოფნის პერიოდში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს. “შერმინატორმა” პარკეტზე 16:51 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 6 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

“ლენოვო ტენერიფე” 7 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა, “ბეტისი” კი 2 გამარჯვებითა და 8 წაგებით ბოლო მე-18 პოზიციაზეა. მომავალ ტურში, 20 ნოემბერს, შერმადინის კლუბი “გრან კანარიას” უმასპინძლებს, 21-ში კი, ბურჯანაძის “ბეტისი” მადრიდის “რეალს” ესტუმრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: ჩაკვეტაძე ვარჯიშზე 25%-ით იხარჯებოდა და თამაში არ დაიმსახურა

ნიკა კვეკვეკვესკირი: თამასა მაღლა ავწიეთ და ჩამოშვებას არ ვაპირებთ