in

ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია:საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა ბორდოში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 15:41 დაამარცხდა.

ფაბიენ გალტიემ არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ, მხოლოდ 4 მორკინალი შეცვალა და “ბორჯღალოსნებს” ძირითადი ბირთვით ეთამაშა. “ლე ბლეს” სამწვრთნელო შტაბმა დღესაც გამოიყენა გაორებული 10 ნომრის ტაქტიკა. ანტუან დუპონს ღერძზე მეტიუ ჟალიბერი შეუწყვილდა. რომან ნტამაკი კი, 12 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა.

ფრანგებს პირველივე წუთზე ჰქონდათ ლელოს დადების შანსი. სწრაფი რაქის შემდეგ, ფრანგებმა ხაზზე მეტობა გაგვითამაშეს, დამეინ პენომ ბურთი ფეხით შეაცურა, მაგრამ პენოს აკაკი ტაბუცაძემ დაასწრო და საქართველო აშკარა ლელოსგან იხსნა. ფრანგებმა პირველი ქულები ჯარიმით მოიპოვეს. ბექა მელიქიძემ რაქში ბურთი კი ამოიღო, მაგრამ ფეხი მიწას შეახო, რის გამოც მსაჯმა რაქში ჩავარდნა ჩაუთვალა. ჟამინემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა-3:0 საქართველოს ნაკრები ბურთით საკმაოდ კარგად და თამამად თამაშობდა, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ხარვეზები ბურთის დაჭერაში. ასევე, ხშირად აგვიანებდნენ ჩვენი გადამყრელები მიყოლაზე თამაშს, რის შედეგადაც ფრანგი მღლეტელები ბურთში კარგად გვიჯდებოდნენ და ან თერნოვერს აკეთებდნენ, ან გვაჯარიმებდნენ. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მე-15 წუთზე შეძლო. მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა დავით ნინიაშვილმა ზუსტად შეასრულა. მანამდე, მსაჯმა თედო აბჟანდაძე გაასინბინა და ამ დროს საქართველოს ნაკრები 14 კაცით თამაშობდა. ფრანგებმა ის უპირატესობა, რომ ხაზში კაცი გვაკლდა კარგად გამოიყენეს. ისინი ფეხს კარგად გვიცურებდნენ და ჩვენს 22- მეტრიან ზონაშიც დამკვიდრდნენ. ჯარიმის შემდეგ, “ლე ბლემ” ბურთი აუტში გადაიტანა. ფრანგებმა კარგი მოლი შეკრეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, რადგან ბექა საღინაძემ მოლში წესები დაარღვია. საღინაძე სინბინში გსუშვეს. მალე, ჩვენს ხუთმეტრიანში დანიშნული შერკინებიდან ფრანგებმა ბურთი უსწრაფესად გამოიტანეს. ნტამაკმა ჟალიბერი ჯვარზე შეიყვანა. ნინიაშვილი და აბჟანდაძე ნტამაკზეე გადავიდნენ და ფრანგთა 10-იანს ლელოს დამიწება აღარ გასჭირვებია. ჟამინეს გარდასახვა ზუსტია.

ტაიმის მიწურულს კი, ფრანგებმა ხაზზე ისევ, ე.წ. “შამპანი რაგბი” გაათამაშეს და პენომ დაგვალელოვა. გარდასახვა ისევ ზუსტია.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. მეტოქის “წითელ ზონაში” რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, ვასილ ლობჟანიძემ “ნულოვან ზონაში” ხვრელი იპოვა და ლელო დაამიწა აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა.

თუმცა, ფრანგებმა მალევე გვიპასუხეს. ისევ კარგი მოლი და მაუვაკას ლელო, რასაც პენოს ლელოც მოყვა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა კარგი მომენტი. რაქიდან უსწრაფესად გამოტანილი ბურთი და აკაკი ტაბუცაძემ თავისი სუსწაფის ხარჯზე “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში მე-12 ლელო გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი, მაუვაკას ლელოთი დაფიქსირდა-15:41 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ.

მომდევნო მატჩს “ბორჯღალოსნები” ესპანეთში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ, 20 ნოემბერს გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის კომედია

მერაბ შარიქაძე: ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს