საკალათბურთო კლუბმა “მოსკოვის “ცსკამ” ცუდი სერია შეწყვია და ზედიზედ ხუთი მატჩის წაგების შემდეგ, ევროლიგაზე გაიმარჯვა. “არმიელებმა” საკუტარ მოედანზე ებრაულ თე ლავივის “მაკაბის” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 74:73 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში: 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ევროლიგაზე მოსკოვის “ცსკამ” 9 ტურის შემდეგ, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.
ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას რუსული გრანდი 17 ნოემბერს “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings