საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და იანე ანდერსონის შვედები თავისი ზლატან იბრაჰიმოვიჩით 2:0 დაამარცხა.
მატჩის გმირი ქართული ფეხბურთის 20 წლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია გახლდა, რომელმაც ორჯერ აიღო რობენ ულსენის კარი.
კვარაცხელიას კარგ თამაშს არაერთი ცნობილი ავტორიტეტული გამოცემა გამოეხმაურა და მათ შორის ერთ-ერთი იტალიური “La gazzetta dello sport“.
“20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტია. ყოველი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი თავის მაღალ დონეს ამტკიცებს. ფეხბურთელი, რომლითაც ერთი პერიოდი იტალიური “მილანიც” კი იყო დაინტერესებული ისევ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და ისევ ევროპული გრანდების ზარებს ელოდება. საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” გარემარბმა გამოცდილ შვედ მცველებს ლიკვიდაცია მოუწყო და ესპანელებს შანსი მისცა მსოფლიოს შესარჩევი პირველ ადგილზე დაასრულოს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ კვარაცხელიამ თავისი გაბრწყინებით შვედებს პრობემები შეუქმნა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბრთის თამაში თბილისის “დინამოში” დაიწყო, ისევე როგორც კახი კალაძემ. მოგეხსენებათ, კალაძემ “როსონერის” შემადგენლობაში დიდი სახელი დატოვა. კვარაცხელია 1.83 სმ სიმაღლისაა, სწრაფი გარემარბია, რომელიც მარცხნიდან იწყებს შეტევას და უყვარს დრიბლინგები. წინა სეზონში ის საშუალოდ თამაშში 3.5 დრიბლინგს აკეთებდა.
ხვიჩა კვარაცხელია “რუბინში” ზედიზედ მეორე სეზონია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად სახელდება. მას მართალია “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ კვარაცხელია დღემდე ელოდება ზარებს იტალიური გუნდებიდან.
მისი თამაში შესანიშნავი სანახავია. ის უბრალოდ, სიამოვნებს იღებს თამაშისგან. ხვიჩა ჯერ კიდევ პატარა ბიჭისავითააა, რომელიც ბურთთან ერთად იძანებს. ასევე, ძალიან მორწმუნეა, რადგან სოციალურ ქსელში აღწერაში უწერია, რომ ყველაფერი ღმერთის წყალობით ხდება.”-წერს გამოცემა
GIPHY App Key not set. Please check settings