საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა და შვედეთის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლია.
აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ იყოჩაღა და პირველ ადგილზე მყოფ სკანდინავიელებს 2 გოლი გაუტანა.
Opta-მ ქართველი ტალანტი გამოარჩია და საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა:
2 გოლი
3 დარტყმა
3 ზუსტი დარტყმა
1.2 xG (მოსალოდნელი გოლი),
6-დან 4 დრიბლინგი,
პასების სიზუსტე 84 % 13-დან 10 ბოლო მესამედში
8 შეხება მეტოქის საჯარიმოში.
ხვიჩა WhoScored-მაც გამოარჩია – მას 9.1 ქულა დაუწერა.
GIPHY App Key not set. Please check settings