in

რატომ უნდა იყო ფიატი, როცა შეგიძლია იყო ფერარი: საინტერესო ფაქტები ზლატანის შესახებ

ეს მართლაც გამორჩეული ვინმეა. მისნაირი იშვიათია, მოედანზეც და მის მიღმაც. მის პატივსაცემად საფრანგეთის ერთ-ერთ კაფეში ბურგერს სწორედ მისი სახელი ჰქვია.

ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებს, იმანაც კი იცის სახელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ახლა ზლატანი ბათუმშია და შესაძლოა ქართველმა გულშემატკივარმა ის ცოცხლად ნახოს მოედანზე.

ფაქტები მოკლედ

დაიბადა 1981 წლის 3 ოქტომბერს;
სიმაღლე: 1,95 მ;
ცოლი: ჰელენა სეგერი;
შვილები: მაქსიმილანი და ვინსენტი;
მშობლიური ქალაქი: მალმიო;
რელიგია: მუსლიმი;
ეროვნება: შვედი, ბოსნიელი;
ავტობიოგრაფია: „მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი“;

საინტერესი ფაქტები ზლატანზე

ბავშვობა

ხორვატი დედის და შვედი მამის ოჯახში დაბადებული ზლატანი მალმიოს რაიონში, ქალაქ როზენგარდში გაიზარდა. ბუცების მიღების შემდეგ 6 წლის ბიჭმა ფეხბურთის თამაში დაიწყო თავის საცხოვრებელთან ახლოს პატარა მოედანზე.

მამამისი ბოსნიელი მუსლიმია, დედა – ხორვატი კათოლიკე. ზლატანმა დედის რელიგია მიიღო.

რაიონი, სადაც ის იზრდებოდა, მთლად სასიამოვნო არ ყოფილა, ამიტომ მკაცრ პირობებში ზლატანი ძლიერი გაიზარდა და გარკვეულწილად ხულიგანიც. ამის გამო არცერთ მშობელი არ აძლევდა საკუთარ შვილს ზლატანთან თამაშის უფლებას.

როდესაც ზლატანი პატარა იყო, მაცივარი მუდმივად ცარიელი იყო.

16 წლისამ მან თითქმის მიატოვა ფეხბურთი, რათა მუშაობა დაეწყო და ოჯახს დახმარებოდა. მწვრთნელმა გადააფიქრებინა.

შვედეთის სიამაყე

ზლატანმა შვედეთის სპორტის ისტორიაში უკვე შეიყვანა საკუთარი სახელი, მაგრამ მას ასევე იპოვით შვედურ ლექსიკონში.

ის თავისუფლად საუბრობს 6 ენაზე. მას უყვარს წითელი ღვინო.

ზლატანი ცნობილია თავისი მკვახე ინტერვიუებითა და სარკასტული შენიშვნებით. მას ხშირად აკრიტიკებენ თუ როგორ იქცევა მედიასთან.

როდესაც მას ჰკითხეს, მისი თამაშის სტილი იუგოსლავიური იყო თუ შვედური, მან უპასუხა: „ზლატანის სტილი“.

ცოლ-შვილი

ზლატანი მოდელზე, მსახიობსა და ბიზნეს-ლედიზეა დაქორწინებული. ჰელენ სეგერი ზლატანზე თითქმის 11 წლით არის უფროსი. ისინი 2002 წლიდან არიან ერთად და ორ ვაჟს ზრდიან.
ჰელენა შვილებთან ერთად სტოკჰოლმში ცხოვრობს.

ზლატანის წარმატება

იბრა შვედეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია. მან ფიფასგან პუშკაშის პრიზი აიღო 2013 წელს საუკეთესო გოლისთვის.

ზლატანს მოუგია ყველა იმ ლიგაში, სადაც კი უთამაშია. მას 5-ჯერ აქვს მოგებული პრიზი „სერია ა-ს წლის უცხოელი ფეხბურთელი“.

ზლატანი აღმერთებს რონალდოს, ამბობს, რომ რონალდოა ყველაზე მაგარი.

ის ასევე დაეუფლა ტაეკვანდოს.

ავტობიოგრაფიულ წიგნში ის პიკანტურ მოვლენებზეც საუბრობს. მისმა მემუარებმა რამდენიმე ჯილდო მიიღო.

ზლატანის აზრით:

„ფეხბურთი – ეს ის არ არის, რასაც წინასწარ გეგმავ. ფეხბურთი უბრალოდ ხდება“.

„რატომ უნდა იყო ფიატი, თუ შეგიძლია გახდე ფერარი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთი კრასნოდარში? ქართველი ლეგენდა რუსულ კლუბს სურს

ღირსების მატჩი გულშემატკივრებთან ერთად: დღეს ბათუმში ზღვაც სხვანაირად ღელავს