საქართველოს ნაკრები, სანამ “შტადლერის” ფირმის ორსართულიანი მატარებლით ბათუმში გაემგზავრებოდა, თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ფოტო: საქართველოს ნაკრები ბათუმში მატარებლით ჩავიდა
გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელთა უმეტესობას დიდი ხნით მგზავრობა მოუწიათ ვარჯიშის პირველი ნაწილი ფიზიკური კონდინციების აღდგენას დაეთმო, შემდეგ მოთამაშეები ორ გუნდად გაიყვნენ და ტაქტიკური ვარჯიშები შეასრულეს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიის კომენტტარი საქართველოს ნაკრების და პოლონური “ლეხ პოზნანის” ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.
“იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც გვქონდა კოსოვოსთან მოპოვებული გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ. ბუნებრივია, სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს, თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ”, – თქვა ნიკა კვეკვესკირმა.
საქართველო-შვედეთის მატჩი ხვალ, 21:00-ზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings