საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში საქართველოს რკინიგზის მომსახურებით, შვეიცარული “შტადლერის” ფირმის ორსართულიანი მატარებლით ჩავიდა.
ნაკრები დღეს ბათუმში ღია ვარჯიშს გამართავს, ხოლო 18:00 საათზე “აჭარაბეთ არენის” საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings