საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის შეგირდებმა გუშინ ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს, ბათუმში კი დღეს საღამოს ჩარტერული რეისით გადაფრინდებიან.
საქართველოს ნაკრები ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთს დაუპირისპირდება. შემდეგ კი, 15 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს გაეჯიბრება.
მოახლოებულ მატჩებში მოლოდინებზე და ზოგადად საქართველოს ნაკრებზე სასაუბროდ Sport4me.ge ვეტერან ფეხბურთელს, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელს,, კახა კაჭარავას ესაუბრა.
“საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებით კმაყოფილი ვერანაირად ვერ ვიქნები. შედეგის მხრივ, ალბათ, რეალობიდან გამომდინარე, სხვას ა ვიფიქრებდით. ქართველებს ყველაფერი სწრადად გვინდა. მალევე, გვინდა ნაკრებმა შედეგი დადოს და თამაშები მოიგოს, მაგრამ როგორია სამუშაო პროცესი და რა კეთდება ამ შედეგის მისაღწევად არავის აინტერესებს. ფეხბურთში წარმატება მალე არ მოდის. მას გეგმაზომიერი მუშაობა ჭირდება. ასე რომ, კრიტიკას სჯობს სანიოლს ვაცადოთ. მიი მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი მომავალი ერთა ლიგა იქნება.”-თქვა კახა კაჭარავამ
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” 21:00 ზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings