საქართველოს ნაკრების წლის ბოლო ოფიციალურ მატჩზე, რომელსაც ჩვენი ნაკრები ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართავს, არასრულ ერთ დღეში მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
შეგახსენებთ, Covid რეგულაციების გამო, გულშემატკივრებით სტადიონის 33% შეივსება.
ბილეთთან ერთად, გულშემატკივარმა თან უნდა წარადგინოს covid საბუთი, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან 72 საათის ვალიდურობის მქონე pcr ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი covid 19-ის საბუთი.
წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში საქართველო-შვედეთს დაუპირისპირდება. მატჩი 11 ნოემბერს 21:00 დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings