ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატება. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ “Volvo open cup”-ზე 4 ქართველი სპორტსმენი: ალინა ურუშაძე, ირაკლი მაისურაძე, ნიკა ეგაძე და ანადეა გულბიანი-შმიდტი – მონაწილეობდა.
ტურნირი ქართველი მოციგურავეებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ალინა ურუშაძემ 8 ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის 178.29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა და შესაბამისად ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ირაკლი მაისურაძე. ნიკა ეგაძე კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
GIPHY App Key not set. Please check settings