საქართველოს ნაკრების ცენტრი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. შერმადინის “ლენოვო “ტენერიფე” მის ყოფილ გუნდს “მორაბაკ ანდორას” დაუპირისპირდა და 79:70 მოუგო.
შერმადინმა, რომელმაც სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
“ლენოვო ტენერიფეს” 6 მოგება და 3 წაგება აქვს და ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings