in

თემურ ბერუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი თემურ ბერუაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა.

ბერუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო და იტალიელი იაკოპო მაზოტი იოლად, 11:0 დაამარცხა. მას პრობლემები არც 1/4-ფინალში შექმნია, როცა თურქ ისა დემირს 13:5 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ რუს ჩერმენ ვალიევთან 0:6 დამარცხდა. ამრიგად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწია და მოლდოველ ვასილიე დიაცონს აჯობა. ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მერე 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ ბრძოლის დასრულებამდე 17 წამით ადრე ორქულიანი გდება შეასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 მედლით დაასრულა. შეჯიბრებაში 10 ქართველი ასპარეზობდა – უმედლოდ რამაზ თურმანიძე, თეიმურაზ ვანიშვილი, ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ელბაქიძე, გოგა მამიაური, დემურ მეგენეიშვილი, ლუკა ხუჭუა, ზურიკო ურთაშვილი და სოლომონ მანაშვილი დარჩნენ.

გეტყვით იმასაც, რომ მანამდე სერბულ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფრიდონ აბულაძემ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უბრალოდ გენიალური ჯოკოვიჩი: ნოლეს 37-ე მასტერსი

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების პარალელურად ბერძნულ პრომეთეასს გაწვრთნის