ინგლისში მანჩესტერული დერბი იყო, რომელმაც გამოაჩინა, რომ ამ ეტაპზე “იუნაიტედი” “სიტის” კბილა ვერ არის. ეს თავად “მანჩესტერშიც” აღიარეს, გუნდის ბევრმა წევრმა თქვა, ამ ეტაპზე მაგათ დონეზე არ ვართო. ახლა ისე ჩანს, რომ ამ სეზონში რონალდო დაბრუნებული “იუნაიტედი” მაინც უფრო ოთხეულისთვის იბრძოლებს, ვიდრე უმაღლესი მიზნებისთვის. ვერც მონდომებუყლმა კრიშტიანომ გააწყო დიდი ვერაფერი და “ქალაქელებმაც” უკვე პირველ ტაიმში მოითავეს საქმე (ბაიის ავტოგოლი და ბერნარდო სილვას წიხლ-გოლი). ამას დე ხეას სეივებიც მივამატოთ, თორემ ანგარიში სამარცხვინო იქნებოდა.
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება სულ ბოლოს გაიმართა. “ვესტ ჰემმა” “ლივერპულს” უმასპინძლა და კარგ და დრამატულ ფეხბურთში მოუგო კიდეც. მერსისაიდელებმა პირველად წააგეს ამ სეზონში, ისედაც აპრილის მერე წაუგებლები იყვნენ. “ჩაქუჩები” მე-3 ადგილამდე ავიდნენ და თან მათაც “სიტის” მსგავსად 23 ქულა აქვთ.
საწყისი მატჩების წაგების შემდეგ, “არსენალი” საუცხოოდ ათამაშდა და აგერ უკვე ოთეულს მიუახლოვდა. წაუგებელი სვლა, ზედიზედ 3 მოგება, უკან მოტოვებული “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” და სხვები და მე-5 ადგილი. ბოლო შეხვედრაში ლონდონელებს VAR-მა გოლი გააუქმა, ობამეიანგმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც მოიგეს და ახლა მომდევნო ტურში, რომელიც ლამის ორი კვირის მერეა, “მეთოფეებს”სერიოზული გამოცდა ელით. “არსენალი” “ენფილდზე” უნდა მივიდეს და “ლივერპულს” გაეჯიბროს.
„სიტიმ“ პრემიერლიგაში 8 მატჩი მოიგო „ოლდ ტრაფორდზე“ – ყველაზე მეტჯერ. აქედან 4-ჯერ გვარდიოლას დროს.
„სიტიმ“ 2.5 წელიწადში პირველად მოუგო „მანჩესტერს“ პრემიერლიგაში. შეწყდა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია.
„მანჩესტერი“ ზედიზედ 14 მატჩია საშინაო მატჩში გოლს უშვებს. კლუბის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იყო ამაზე უარესი სერია.
გვარდიოლა: „ოლდ ტრაფორდზე“ ბევრჯერ მოგვიგია, უფრო ხშირად, ვიდრე რომელიმე სხვა სტადიონზე“.
გვარდიოლა გაუთანაბრდა სულშერს ურთიერთშეხვედრებში მოგებების რაოდენობით.
სულშერი: „მანჩესტერი“ შორსაა ტოპ-გუნდობისგან. ის თამაში არ არის, რომლის ნახვას ვისურვებდით. „უოტფორდთან“ მატჩზე „მანჩესტერი“ დაჭრილი მხეცივით უნდა გავიდეს“.
დე ხეა: „მტკივა“.
„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ქულები სექტემბრის შემდეგ პირველად დაკარგა.
„ნიუკასლი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატის ერთი მატჩიც არ მოუგია“.
წლეულს ყოჩაღ “ბრაიტონს” 5 თამაშია არ მოუგია, ძირითადად ფრეები აქვს და ცხადია ასე თანდათან დაყვინთავს.
„ნორვიჩმა“ მწვრთნელი ფარკე გააგდო პრემიერლიგაში პირველი მოგების შემდეგ.
“ასტონ ვილამ” დინ სმიტი გააგდო. გუნდი მე-15 ადგილზეა. მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან სტივენ ჯერარდი (“რეინჯერსი”) და რალფ ჰაზენჰიუტლი (“საუთჰემპტონი”).
მიკელ არტეტამ “არსენალის” მწვრთნელობის 100 მატჩიდან 54 მოიგო. ამაზე მეტი მარტო ჯორჯ გრემს ჰქონდა – 56.
ჯორდან ჰენდერსონმა “ლივერპულის” რიგებში მე-300 მატჩი ითამაშა.
პრემიერლიგა – XI ტური
საუთჰემპტონი – ასტონ ვილა 1:0
მანჩესტერი – სიტი 0:2
კრისტალ პალასი – ვულვერჰემპტონი 2:0
ჩელსი – ბარნლი 1:1
ბრენტფორდი – ნორვიჩი
ბრაიტონი – ნიუკასლი 1:1
არსენალი – უოტფორდი 1:0
ევერტონი – ტოტენჰემი 0:0
ლიდსი – ლესტერი 1:1
ვესტ ჰემი – ლივერპული 3:2
GIPHY App Key not set. Please check settings