„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია გრძელდება.
სოცქსელებში მადრიდულმა კლუბმა აჩვენა, რომ არენაზე იქნება საფარის გამოცვლის უნიკალური სისტემა.
გაზონს ნაწილ-ნაწილ გაიტანენ მიწისქვეშა საცავში, სადაც ავტომატიზირებული პროცესით მოუვლიან (განათება, მორწყვა).
გაზონის აღების მექანიზმი „რეალის“ გეგმის ნაწილია. კლუბს სურს ფული იშოვოს კიბერსპორტით, რესტორნებით, ახალი მაღაზიით, განახლებული მუზეუმით და ა.შ.
„რეალი“ სტადიონის გამოყენებას წელიწადში 300 დღით გეგმავს, მათ შორის საკონცერტოდ, ბიზნეს-კონფერენეციებისთვის, კალათბურთისა და ჩოგბურთის შეხვედრების ჩასატარებლად.
გათვლებით, ღონისძიებები კლუბის ხაზინას დაახლოებით 150 მლნ ევროთი შეავსებს.
GIPHY App Key not set. Please check settings