in

შევჩენკო კალაძის ბოლო გუნდის მწვრთნელი ხდება

უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო იტალიურ „ჯენოას“ ჩაიბარებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.

წყაროს ცნობით, შევჩენკო „ჯენოას“ იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩისთვის მოამზადებს, რომელიც 21 ნოემბერს (სანაკრებო პაუზის შემდეგ) გაიმართება და გენუალთა მეტოქე მოურინიოს „რომა“ იქნება.

ამჟამად, 12 ტურის შემდეგ, 9 ქულით “ჯენოა” მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულითაა დაშორებული.

შევჩენკო 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ან 2-წლიანს 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.

45 წლის უკრაინელი მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2016-დან 2021 წლამდე წვრთნიდა. მან უკრაინა გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატის ¼ ფინალში გაიყვანა.

მოგეხსენებათ, „მილანის“ შემდეგ სწორედ „ჯენოაში“ დაასრულა თავისი დიდებული კარიერა კახა კალაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო-შვედეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 8 ნოემბერს დაიწყება

ბლეფი: ოქროს ბურთი მესის არა ისა… France Football უარყოფს