თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკამ” ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა და მორიგი მარცხი განიცადა. მერვე ტურის შეხვედრაში “ცსკა” “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდა და 82:91 დამარცხდა. ევროლიგაზე ეს “ცსკასთვის” ზედზედ მესამე მარცხია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27:57 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის გმირი ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც ბოლო წუთებში მოსკოველებს ზედიზედ ორი სამქულიანი ჩაუგდო და დიდწილად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ]
“ცსკას” 4 მოგება და 4 მარცხი აქვს და ევროლიგაზე მეცხრე ადგილზე იმყოფება.
GIPHY App Key not set. Please check settings