უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
გაიმარჯვა „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა „ბენფიკასთან“ 5:2 მოგებულ მატჩში.
პრიზზე სხვა ნომინანტები იყვნენ „მანჩესტერის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც „ატალანტასთან“ დუბლი შეასრულა; „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა – მის ანგარიშზეც დუბლი და საგოლე პასია „ზენიტთან“ (4:2); ასევე „სპორტინგის“ ჰავბეკი პედრუ გონსალვეში, მანაც ორი გოლი შეუგდო „ბეშიქთაშს“ (4:0).
GIPHY App Key not set. Please check settings