ბელგრადში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საჰილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი ახევარფინალში გასვლით დაიმსახურა, რადგან კრივში ნახევარფინალი ავტომატურ მედალს ნიშნავს.
რაც შეეეხება ნახევარფინალურ ორთაბრძოლას, ალახვერდოვი ტაილანდელ იუარაჩაის დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მსაჯების გადაწყვეტილებით პირველი რაუნდი ტაილანდელმა მინიმალური უპირატესობით მოიგო. 5 მსაჯიდან მხოლოდ ერთმა მიანიჭა ალახვერდოვს უპირატესობა. იგივე მოხდა მეორე რაუნდში. მესამე რაუნდში კი, 5-ვე მსაჯის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტაილანდელს დარჩა.
საჰილ ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდოელი და ყირგიზი მეტოქეები დაამარცხა.
გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა გურულმაც.
GIPHY App Key not set. Please check settings