ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, nba-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი “დეტროიტ პისტონსი” მიიღო და 117:89 დაამარცხა.
ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 5:35 წუთი დაჰყო და 5 ქულა მოაგროვა.
“მილუოკისგან” საუკეთესო იანის ანტენტოკუმპო იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
“მილუოკი ბაქსი” 4 მოგებით და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. “მილუოკი” მომდევნო შეხვედრას 6 ნომებრს “ნიუ იორკ ნიქსთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings