ძალიან მაგარი ამბავი ქართული კალათბურთის გულშემატკივრებისთვის. საქართველოს ნაკრების და “ლენოვო ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა ვარჯიში განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, შერმადინი პარკეტს ორ კვირაში დაუბრუნდება.
32 წლის ქართველი ცენტრი, რომელმაც ბოლოს 25 სქტემბერს “ლიგა ენდესას” მესამე ტურის შეხვედრაში ითამაშა, როდესაც “ტენერიფემ” “ბილბაო” 89:79 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში “შერმინატორმა” 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პსი მიითვალა და მატჩის MVP-ც გახდა. ამ თამაშის მიმდინარეობისას ქართველმა წელის ტკივილი იგრძნო, როგორც შემდეგ გაირკვა, მას სამ ადგილას სერიოზული დაზიანება ჰქონდა.
შერმადინის მოედანზე დროული დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც სწორედ ნოემბრის მიწურულს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები წილისყრის შედეგად G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია ეყოლებათ. ნოემბერში ქართველი კალათბურთელები 2 მატჩს ჩაატარებენ: 26-ში უკრაინას უმასპინძლებენ, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთს ეთამაშებიან. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.
GIPHY App Key not set. Please check settings