გარანტირებული მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან.
საჰილ ალაჰვერდოვი ნახევარფინალშია.
საჰილ ალაჰვერდოვმა (48 კგ) მეოთხედფინალში 5-0 დაამარცხა ყირგიზი მირლან თურქბაი და ნახევარფინალში გავიდა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა. მოგეხსენებათ კრივში ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად ნიშნავს, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს.
ევროპის 2019 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა აშკარად დაჯაბნა თავისი მეტოქე. საჰილმა იბრძოლა აკადემიურ სტილში, შორი დისტანციიდან წარმართა და კონტრშეტევებზე უამრავი დარტყმა მიაყენა ყირგიზს, ისე, რომ თავად თითქმის არ გაუშვია.
მსაჯების შეფასებაც ანალოგიური იყო: პირველ რაუნდში ხუთჯერ 10-9, მეორეში ჰოლანდიელმა მთვლელმა ქართველის საგრძნობი უპიტარესობაც დააფიქსირა (10-8) და მხოლოდ მესამეში მიანიჭა სლოვაკმა მსაჯმა უპირატესობა თურქბაის.
GIPHY App Key not set. Please check settings