1 ნოემბერს, რუსეთის “ვთბ ლიგის” მატჩები გაიმართა.თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა” სტუმრად “კალევ-კრამოს” დაუპირისპირდა და 56:67 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო 12 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და პარკეტს ამ მატჩში დაუბრუნდა.
პარკეტზე გატარებულ 24 წუთში თოკომ 7 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას თორნიკეს კლუბი 4 ნოემბერს, უკვე ევროლიგაზე გამართავს შინ “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings