გიორგი ბერიძემ “უიპეშტი” უნგრეთის თასის 1/8-ფინალში გაიყვანა. 24 წლის შემტევის გუნდი თასის გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე სტუმრად “ბუდაფოკის” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 მოიგო. სტუმართა ორივე გოლი გიორგიმ გაიტანა.
ბერიძემ, რომელიც სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში, თანგუნდელის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანით გახნა. მოგვიანებით “ბუდაფოკიმ” გაათანაბრა, თუმცა მატჩის მიწურულს ქართველმა ფეხბურთელმა დუბლის შესრულება მოახერხა და თავის გუნდს გაამარჯვებინა.
აღსანიშნავია რომ გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასზე ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. მანამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა 1/32-ფინალში, “ტისაკეჩკესთან” შეხვედრაშიც (3:0) გაიტანა, სულ კი მიმდინარე საკლუბო სეზონში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings