in

თოფურია UFC 270-ზე იბრძოლებს: მისი მეტოქე დაუმარცხებელი რუსია

რამდენიმე ამერიკული გამოცემამ დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC 270-ზე იასპარეზებს, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას კალიფორნიის ქალაქი ანაჰაიმი უმასპინძლებს.

თოფურიას მეტოქე რუსი მოვსარ ევლოევი იქნება, რომელიც M1 GLOBAL-ის ყოფილი ჩემპიონია. მას კარიერაში 100%-იანი შედეგი აქვს – 15 ბრძოლა და 15 გამარჯვება. თოფურიაც ამ ბრძოლას წაუგებელი ხვდება, მას 11-დან 11 შეხვედრა აქვს მოგებული. ილიამ ბოლო სამი ბრძოლა უკვე UFC-ში გამართა, მან იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა.

მოვსარ ევლოევს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ფაქტია, რომ ორი დაუმარცხებელი მებრძოლის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ არის მარადონა მკვდარი: ადვოკატი ალაპარაკდა და საქმე აღიძრა

ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა: ოლიმპიური ჩემპიონის დაბრუნება ისევ გადაიდო