in

ქართველების დუელი nba-ში: ბითაძემ მამუკელაშვილს მოუგო

Nba-ში დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ქართველი კალათბურთელების გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ შეხვდა. მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და „მილუოკიმ“ დამაჯერებლად, 119-109 მოიგო.

ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე 17 წუთი და 40 წამი გაატარა. გოგა პროდუქტიული გახლდათ და აქტივში 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. „ინდიანას“ ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ბურთი ჩააგდო, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და 2 დაკარგვა ჰქონდა. გოგამ 9 მოხსნიდან 7 მეტოქის ფარზე შეასრულა, რაც მისთვის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

პარკეტი უქულოდ არც სანდრო მამუკელაშვილს დაუტოვებია. „მამუმ“ 9 წუთი და 54 წამი ითამაშა და თავი 2 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა. „მილუოკის“ ახალწვეულმა ერთი ორქულიანი ჩააგდო და 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა.

ინდიანას“ დამარცხების შემდეგ, „მილუოკის“ 3 მოგება და 1 წაგება აქვს და მომდევნო მატჩი „მინესოტასთან“ ელის, „პეისერსს“ რაც შეეხება, გოგას გუნდს 1 მოგება და 3 წაგება აქვს და 28 ოქტომბერს, „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

U17:საქართველომ უნგრეთი დაამარცხა და ელიტრაუნდს მიუახლოვდა

ბარსა და ბოკა მარადონას თასზე ითამაშებენ: მატჩი ლეგენდას მიეძღვნება