in

ფრანგებმა აიაქსის ფეხბურთელის გადასაბირებლად სალმა ჰაიეკი ჩართეს: რატომ?

„აიაქსის“ ნახევარმცველმა ედსონ ალვარესმა აღიარა, რომ ზაფხულში ფრანგული „რენი“ მის ხელში ჩაგდებას უჩვეულო ხერხით ცდილობდა – მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი სალმა ჰაიეკი.

სალმა 23 წლის ფეხბურთელის თანამემამულეა. სწორედ ამიტომ დაურეკა მან მექსიკის ნაკრების წევრს. მაგრამ რით არის დაკავშირებული კინოვარსკვლავი „რენთან“? საქმე მარტივადაა: სალმა – ფრანგული კლუბის მფლობელის ფრანსუა-ანრი პინოს ცოლია.

„მან პირადად დამირეკა და მარწმუნებდა საფრანგეთში გადავსულიყავი. გამიკვირდა და თან ჩემთვის პატივი იყო, მაგრამ ჩემი არჩევანი „აიაქსის“ სასარგებლოდ განსაზღვრული იყო და ეს ავუხსენი კიდეც.
სალმა ჰაიეკი – მთელ მსოფლიოში ცნობილი მაგარი მსახიობია. მას უდიდესი პატივისცემით ვეპყრობი. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძოდა მექსიკელი ადამიანი ყოფილიყო იქ, სადაც ახლა სალმა არის“, – თქვა ფეხბურთელმა.

ედსონ ალვარესი „აიაქსში“ 2019 წლის ზაფხულში „ამერიკიდან“ გადავიდა. ამსტერდამელებმა მასში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

5 ოქრო,3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო: საოცარი შედეგი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ბურჯანაძეს კარგი მატჩი ჰქონდა,მაგრამ ბეტისი ისევ აგებს