ლისაბონში ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა, წარმატებით იასპარეზეს. მათ საერთო ჯამში 11 მედალი მოიპოვეს. მათ შორის ხუთი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაო.
მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე: პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5), გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5) და ვასილ ბერუაშვილი (-66კგ, M2).
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (-90კგ, M3), ლევან გოგინაშვილი (+100კგ, M3) და გიორგი მოდებაძე (-100კგ, M2). მესამე ადგილზე გავიდნენ: ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1).
GIPHY App Key not set. Please check settings