საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გადასვლის შემდეგ, ყველაზე კარგი მატჩი ჩაატარა.
“გრან კანარია II” ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის შეხვედრაში “ვალენსიას” დაუპირისპირდა და 87:83 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 38 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 22 ქულა, 9 მოხსნა,3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში გრან კანარია II (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, რეალ კანოესთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings