in

მეშვიდე ქართველი Ufc-ში:ლაზიშვილი დებიუტისთვის ემზადება

ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი, რომელიც LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე მექსიკელი ჯონათან მარტინესი იქნება, რომელსაც კარიერაში 13 მოგება და 4 მარცხი აქვს. 23 ოქტომბერს UFC VEGAS 41 გაიმართება, სადაც ლაზიშვილი პირველად გავა ოქტაგონზე.

ლაზიშვილს კარიერაში 13-დან 13 ბრძოლა აქვს მოგებული. მას აგვისტოში უელსელი ჯეკ შოურის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა ტრავმის გამო ეს ბრძოლა ჩაიშალა. ლაზიშვილი მე-7 ქართველია, რომელიც UFC-ში იჩხუბებს. მის გარდა შერეული ორთაბრძოლების საუკეთესო ორგანიზაციაში გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია, რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი, ლიანა ჯოჯუა და გურამ ქუთათელაძე ჩხუბობენ.

ჯონათან მარტინესმა, რომელსაც მეტსახელად დრაკონს ეძახიან, ბოლოს UFC-ში დეივი გრანტის წინააღმდეგ იჩხუბა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმი ჩემპიონობას უახლოვდება-სამტრედია ხავსს ებღაუჭება

ბორჯღალოსნებთან ფიჯის სამი ლიდერი დააკლდება