Crystalbet ეროვნული ლიგის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
30-ე ტური
სამგურალი-თელავი 0:1
სამტრედია-შუქურა 1:1
ტორპედო-საბურთალო 1:1
დინამო ბათუმი-დინამო თბილისი 1:1
ლოკომოტივი-დილა 0:4
ტური წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. გუნდები ცხრილის მეექვსე-მეშვიდე პოზიციაზე არიან და გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდი სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებდა ფლეი-აუტის ზონისგან. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ერთადერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, რომელიც ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში ბრძოლა იყო, მაგრამ საგოლე მომენტების სიუხვით მატჩი არ გამოირჩა. შეხვედრის მიწურულს ერთ-ერთ ეპიზოდში “თელავის” მეკარე ლუკა სანიკიძე და “სამგურალის” თავდამსხმელი პაპუნა ფონიავა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი მალე მოგვარდა, მსაჯმა კი, ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.
ე.წ. 6 ქულიანი მატჩი შედგა სამტრედიაში. “ეროსი მანჯგალაძეზე “სამტრედიამ” “შუქურას” უმასპინძლა. იმერლები ცხრილის უკანასკნელ საფეხურზე არიან და მეათე ადგილი ეროვნული ლიგიდან ავტომატურად ვარდება. ქობულეთელებს კი, მეცხრე ადგილით ფლეი-აუტში თამაშის საშუალება მიეცემათ. შესაბამისად, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვნი იყო.. განსაკუთრებით “სამტრედიასთვის”, რადგან მარცხის შემთხვევაში გია ცეცაძის გუნდი პრაქტიკულად განწირული იყო. შეხვედრა იმერელთა უპირატესობით დაიწყო და “სამტრედია” ნიკოლა პრელჩეჩის გოლით დაწინაურდა. გაშვებული გოლის შემდეგ, “შუქურამ” დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. გამორჩეული იყო ქობულეთელთა 7-იანი ზურაბ მუსელიანი, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე სამტრედიელთა მცველები აიკლო. მუსელიანს კარგი თამაში დაუფასდა. ჯეფერსონ დე ალმეიდას პასის შემდეგ, “შუქურას” ფორვარდმა ახლო მანძილიდან აიღო ბექა ქურდაძის კარი.
მეორე ტაიმში “შუქურას” რამდენიმე ეპიზოდში გატანა მართებდა, მაგრამ ბრწყინვალე იყო სამტრედიელთა კარის დარაჯი. ბექა ქურდაძემ რამდენიმე ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მან მიშიკო სარდალიშვილს 11-მეტრიანი დარტყმაც აიღო. ქურდაძის კარგ თამაშთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ, ისიც, რომ რამდენიმე ეპიზოდში ქობულეთელთა შემტევებმა ძალიან ცუდად იმოქმედეს. საბოლოოდ, 1:1. “შუქურა” 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და მეშვიდე ადგილს, რომელიც პირდაპირ ინარჩუნებს ადგილს ეროვნულ ლიგაში 8 ქულით ჩამორჩება. “სამტრედია” კი, კვლავ ბოლო საფეხურზეა და კონკურენტთან -9 ქულას აგებს.
მესამე მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. დარჩენისთვის მებრძოლი “ტორპედო” სამეულისთვის მებრძოლ “საბურთალოს” დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ანგარიში “ტორპედოდან” თორნიკე ახვლედიანმა გახსნა. “საბურთალოდან” კი, დაჩი ცნობილაძემ გაათანაბრა.
ტურის და სეზონის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”. ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” მიიღო. გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები 10 ქულიან უპირატესობას მოიპოვებდნენ და პრაქტიკულად, უკვე ინაღდებდნენ ჩემპიონობას. თბილისელთა გამარჯვების შემთხვევაში კი, ბოლო ტურებში სერიოზული ინტრიგა რჩებოდა. მატჩი კახი ცხადაძის გუნდისთვის კარგად დაიწყო. ოსეი ბარნსმა თბილისის “დინამო” დააწინაურა. თბილისელებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ზორან მარუშიჩმა ერთი-ერთზე ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა. ბათუმელაგან კი, “დინამოს” კარი ჯაბა ჯიღაურმა აიღო. ეს ჯიღაურის მე-12 გოლია მიმდინარე სეზონში. საბოლოოდ, ფრე 1:1 და 6 ტურით ადრე, ბათუმელებს 7 ქულიანი უპირატესობა აქვთ და ისტორიაში პირველ ჩემპიონობას უახლოვდებიან.
ტურის ბოლო მატჩი კი, საგურამოში “ლოკო არენაზე” გაიმართა და გორის “დილამ” “ლოკომოტივი” 4:0 გაანადგურა. გორელთაგან გოლები-ბიძინაშვილმა, ალეფ სანტოსმა, პაატა ღუდუშაურმა და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.
30 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება
GIPHY App Key not set. Please check settings