თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე, ლუკა ხარშილაძე, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 19 წლის ფეხბურთელი, მესამე დივიზიონის გუნდში, “საბადელში” ითამაშებს. ფეხბურთელი ინფორმაციას და ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, ის აქამდე ესპანური “დამის” ღირსებას იცავდა, შემდეგ 19 წლის გოლკიპერი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა, ახლა კი ესპანეთში კიდევ ერთხელ დაბრუნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings