საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings