საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია 2 თვე იუქმებს.
ინფორმაციას ამის შესახებ, მოსკოვური გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.
შენგელიამ ტრავმა ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღო, როდესაც არმიელებმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაამარცხეს, თოკომ კი, ევროლიგაზე კარიერის რეკორდი დაამყარა და 33 ქულა მიითვალა. შენგელია მატჩის და საერთოდ ტურის MVP გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას მხრის დაზიანება აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings