in

ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება და რთული გამოცდა

ქართველ მსაჯს ნიკა ამაშუკელს ნოემბრის ტესტების დროს მორიგი გამოცდა ელის. 27 წლის მსაჯი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მთავარ მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციების გამო ეს ვერ მოახერხა.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, შემოდგომის ტესტებზე ამაშუკელი პირველად 6 ნოემბერს დუბლინის ავივა სთედიუმზე იმ იმსაჯებს

13 ნოემბერს ნიკა უკვე საფრანგეთში, ლიონში იმსაჯებს. სტად მატმუტზე ის ფრანგი ბარბაროსებისა და ტონგას მატჩში მთავარი რეფერი იქნება.

20 ნოემბერს კი ნიკასთვის მთავარი გამოცდა კარდიფში, უელსი ავსტრალიის მატჩზე იქნება. მართალია, ის გვერდითი მსაჯის მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ ესეთი რანგის გუნდებთან ეს მისთვის დიდი გამოცდილებაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი

ფოტო: ყოფილმა ფეხბურთელმა მონათმფლობელ წინაპარზე შეიტყო და ატირდა