ფიფა 200 მილიონ დოლარზე მეტს გადაუხდის კლუბებს მათი ფეხბურთელების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო.
ყველა კლუბი, რომელიც საკუთარ ფეხბურთელებს მიავლენს ტურნირზე, დაახლოებით 10 ათას დოლარს მიიღებს თითო დღეზე, რომელსაც ფეხბურთელი მსოფლიო პირველობაზე დაჰყოფს.
საერთო ჯამში ფიფას 209 მილიონი დოლარი დაუჯდება. ყველაზე მეტს ინგლისური კლუბები იშოვიან – 38 გუნდი ჯამურად 37.41 მლნ დოლარს მიიღებს.
„სიტი“ 5 მლნ დოლარს ჩაიჯიბავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა კლუბს შორის.
GIPHY App Key not set. Please check settings