საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები იანვარში ნიდერლანდებში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. სადებიუტო ფორუმზე ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ ითამაშებს. წილისყრის შედეგების შესაფასებლად Sport4me.ge საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ავთანდილ ასათიანს ესაუბრა.
“ურთულესი ჯგუფია, მაგრამ აქ უკე ადვილი ჯგუფი არ არსებობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ქვეყნების გვერდითაა. ეს ყველას ერთიანი დიდი შრომის შედეგია. ევროპაზეც თავს არ დავზოგავთ და ბევრს გავაოცებთ”, – თქვა ავთანდილ ასათიანმა.
ევრო 2022 იანვარში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings