ისტორიული დღე ქართული ჩოგბურთის ისტორიაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4 ფინალში. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალურ ეტაპზე რუსი კარენ ხაჩანოვი (რეიტინგის 29-ე ნომერი) ორ სეტში 6:4,7:6 დაამარცხა.
ქართველ ჩოგბურთელს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ნიკამ 4 ეისი მოაწოდა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე პროცენტული მაჩვენებელი 71, მეორეზე კი, 59 ჰქონდა.ნიკამ 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თავად კი, საკუთარი მოწოდება ორჯერ დათმო.
GIPHY App Key not set. Please check settings