გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” სექტემბრის საუკეთესო სეივის ავტორია. ნომინაციაში სამი სეივი იყო წარდგენილი – მამარდაშვილის მოგერიება “ოსასუნასთან”, მისივე სეივი “ალავესთან” და იასპერ სილესენის ეპიზოდი “ბილბაოსთან”.
ვალენსიამ გამოკითხვა 8 ოქტომბერს დაიწყო, გამარჯვებულის ვინაობა კი 13 ოქტომბერს გამოაცხადა.
გულშემატკივრების ხმების უმრავლესობა 27 აგვისტოს, “ალევესთან” მატჩის 56-ე წუთზე, ქართველი კიპერის მოგერიებას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მეორე ადგილზეც გიორგის სეივი გავიდა – “ოსასუნასთან”. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგამ აგვისტოს საუკეთესო სეივად, პირველ ტურში, ხეტაფესთან მატჩში, ვალენსიას ქართველი მეკარის მოგერიება დაასახელა.
GIPHY App Key not set. Please check settings