საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოს დედაქალქ პრიშტინაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა Georgian Airways-ის თვითმფრინავით, რომელსაც აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა.
როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი წრიულად მოძრაობდა, საბოლოოდ კი, პრიშტინას აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა. სავარაუდო მიზეზად უამინდობა დასახელდა, რადგან იმავე პერიოდში აეროპორტის თავზე კიდევ ორი თვითმფრინავი გარკვეული დროის განმავლობაში ტრიალებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings