in

სერბეთის პრეზიდენტი დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დასრულებულ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი მეტოქე 9:1 დაამარცხა. გეტყვით იმასაც, რომ დათუნაშვილმა 1/4 ფინალში ქართველი ლაშა გობაძის ბარიერის დაძლევა მოახერხა.

დათუნაშვილის ამ წარმატებას სოციალურ ქსელში სერბეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

“ვულოცავ ზურაბ დათუნაშვილს ოსლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას! ჩვენი ნაკრების წევრის დიდმა და დამაჯერებელმა წარმატებამ მთელს ერში დიდი სიხარული გამოიწვია! სერბეთი ამ ოქროს მედლით ამაყობს, ბრავო ზურაბ! თქვენ წინ ახალი წარმატებები და მედლები გელით!”.

]

შეგახსენებთ, დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ გამოდის, რაც საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტი მოუვიდა.

დათუნაშვილმა წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, სოციალურ ქსელში ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს მედალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძემ ბარსელონას 11 ქულა ჩაუგდო

დაგვანახეთ, რომ გამარჯვება გინდათ ან დატოვეთ ნაკრები